“ზუგდიდში გვქონდა შეხვედრა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნული შანსი აქვთ ნაცსატელიტებს.”– წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
“თითოეულ ადამიანს შევხვდი, ისედაც ვიცოდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განწყობა და უფრო დავრწმუნდი, ბოლომდე მორჩენილია მაგათი, ნაცმოძის საქმე. თუ მე პირადად მივიჩნევდი საკონსტიტუციო უმრავლესობას ოდნავ სკეპტიკურად, ეს გარდაუვალია ახლა და საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქვეყნის განვითარების მომავალს! სამეგრელო უარს ეუბნება მოძალადეებს! დღეს ზვიადის გზა გადის საქართველოს შემდგარ სახელმწიფოზე და არა ამ მანქურთებზე!”– წერს გამსახურდია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს