სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.”- ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს და ეხმიანება ჯგუფ “მგზავრების” მიერ, კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილებას, რომელიც 20 ოქტომბერს, თემქის ახალი პარკის გახსნასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.
“ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ.”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
20 ოქტომბერს, 20:00 საათზე თემქის ახალი პარკი იხსნება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს