კულტურის და სპორტის მინისტრად თინა რუხაძე დაინიშნა, რომელმაც თეა წულუკიანი შეცვალა. თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვება უკავშირდება მის გადანაცვლებას “ქართული ოცნების” მომავალ საპარლამენტო სიაში.
რაც ეხება თინა რუხაძეს, ის დღევანდელ დღემდე მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.
გარდა ამისა, აქამდე, კულტურის სამინისტრო აერთიანებდა ახალგაზრდობის სამინისტროსაც, თუმცა, დღეიდან ეს უწყება გამოიყო ცალკე სამინისტროდ და მას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.
სამინისტროს გაყოფამდე, შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს და მისი საკურატორო სფერო სპორტი იქნება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს