ბოლო ამბები
02/12/2024

მე „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი ვარ და ვიქნები ყოველთვის – ნუკრი კაკილაშვილი

გაზიარება

მე „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი ვარ და ვიქნები ყოველთვის – მარტო მე კი არა მთელი საქართველო გააუბედურეს და გაამწარეს, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა ნუკრი კაკილაშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში სტუმრობისას.

„მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მაშინ ეროვნული სტადიონი ერქვა, ახლა „დინამოს“ სტადიონი ჰქვია, იქ. როგორც კი ფეხბურთს თავი დავანებე მას მერე იქ ვიყავი და სულ ვცდილობდი კოლექტივი შემენარჩუნებინა. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ესენი, სულ ვცდილობ კორექტული სიტყვები გამოვნახო, ისე ვარ გამწარებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. 2004 წლის დასაწყისი იყო, როცა ჩვენთან შემოვიდა გენპროკურატურა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო მაშინ მთავარი პროკურორი. თვეების განმავლობაში იყვნენ, ამოწმებდნენ. მე საერთოდ ოქრუაშვილთან შეხება არ მქონია, არ ვიცნობდი და არ ვიცი პირადული პრობლემა ჰქონდა, ვინმესგან დაბარებული ჰქონდა თუ არ ვიცი.

მერე ოქრუაშვილი გადაიყვანეს შსს-ში და შემოუშვა უკვე საგამოძიებო ჯგუფი. ერთ მშვენიერ დღეს ჯგუფის უფროსმა დამიბარა და მითხრა საგამოძიებოს უფროსი გიბარებსო, რომ ვითომ რაღაც აქტი უნდა განვიხილოთო, რაც ჩაატარესო. მუჯირი იყო საგამოძიებოს უფროსი, ვისთანაც შევედი და მითხრა, რომ ჩათვალე არანაირი აქტი არ არსებობსო. რომ ვკითხე აბა რატომ დამიბარეთთქო, პირდაპირ მითხრა ფული უნდა მოიტანოო. რომ ვიკითხე რატომ უნდა მომეტანა ფული, ნახეს თუ არა დანაშაული რამე, მითხრეს არაო, ქვეყანას უჭირსო და მილიონი უნდა მოიტანოო. საიდან უნდა მქონოდა ფული, სამი დღე მომცეს. ამიტომ წამოვედი სამსახურიდან. ამ საუბრის მერე მოლოდინი დაჭერის უკვე მქონდა. ჯერ მაშინ ახალი მოსული იყვნენ და საშინელებები ისე არ ჰქონდათ გაკეთებული. ფაქტობრივად პირველ ნაკადში მოვყევი. საუბრიდან გამომდინარე უკვე ვგრძნობდი, რომ დამიჭერდნენ“,– განაცხადა ნუკრი კაკილაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა