ბოლო ამბები
02/12/2024

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩმა მის ქარტიასა და სამოქმედო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა

გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩმა მის ქარტიასა და სტრატეგიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირის ელჩს დღეს შეხვდა..

„ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არამხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რაც დღეს გაყინულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა