იმედია, ხელისუფლებაში აანალიზებენ ამ პროცესებს და გარკვეული სცენარები აქვთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. რაც თვალნათლივ ჩანს და რაც არ ყოფილა 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინ – ასეთი ხისტი განცხადებები დასავლეთიდან, არ ყოფილა ამგვარი, ახლა ერთმანეთს ასწრებენ და დიპლომატიური ჩარჩოებიდან გავიდა ეს ხალხი”– განაცხადა ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა 19 ოქტომბერს, ‘POSTV”-ის ეთერში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების კრიტიკულ განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლებაზე.
“რა თქმა უნდა, ეს არის ზეგავლენის მიზნით, პირველ რიგში, ნურავის ნუ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებაა, ეს არის ხელისუფლებაზე ზემოქმედება, მუდმივი წნეხი, მუდმივი დისკომფორტი, რომ ხელისუფლება დაეჭვდეს “ვაიმე, რაღაც ისეთში ხომ არ ვეხვევი” და გადაიფიქროს რაღაცეები.
მაგალითად ვთქვათ: როდესაც ქუჩაში გამოდის 20 ათასი ადამიანი, 3 მილიონი და კიდევ რაღაც ადამიანი არ გამოდის ქუჩაში. როდესაც შენ, ემორჩილები იმას, რომ აგრესიული უმცირესობა თავს გახვევს რაღაცას, მერე მზად უნდა იყო რეპრესიებისთვისაც.
ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდა ვამბობ: მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნების გაკულაკება დაიწყო რევოლუციის შემდეგვე”- განაცხადა ნანა დევდარიანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს