ბოლო ამბები
04/11/2024

26-ში ჩემი ბრძოლის კულმინაციაა, მაქვს მიზანი და მის მისაღწევად არაფერს დავიშურებ – გივი თარგამაძე

გაზიარება

“ეს ჩემი ბრძოლაა. პირადად ჩემი, ჩემი წინაპრების, ჩემი ოჯახის, უკვე ჩემი შვილებისაც. ჩემი ცხოვრება ამ ბრძოლას ეძღვნება. ამ ბრძოლაში თავი არასდროს დამიზოგავს. არც ახლა ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ მიყურებს – ვის სულთამხუთავად მივაჩნივარ, ბოროტად, ვის კი ნამდვილ მებრძოლად, ეს არაფერს მიცვლის – მაქვს მიზანი და მის მისაღწევად არაფერს დავიშურებ. თუ ამ რუსებს და იმ რუსებს ჩემგან კიდევ რამის ეშინიათ – ძალიანაც სწორად, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ.

26-ში ჩემი ბრძოლის კულმინაციაა, რადგან მარცხის შემთხვევაში ცხოვრების დასრულება დაცემულ სამშობლოში მომიწევს და ამას არ ვაპირებ. ვაპირებ, ჩემი სამშობლო ევროპაში, კუთვნილ ადგილას ვნახო, ნატოთი დაცული და ბებერი ძვლები ჩემი საყვარელი ლიძავის სანაპიროზე გავითბო ყოველგვარი ბოდიშებისა და თვითდამცირების გარეშე.

26 ის თარიღია, რომელიც ასე დამახსოვრებულ მოუზომლად ნათქვამს წინ რომ უსწრებდა, იმ მივიწყებულ ფრაზას იმსახურებს – რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ, მთელ ქვეყანას დავიცავთ! 20-ში დავანახოთ რომ სრულად ვართ მზად ამისთვის და 26-ში რუსები ჯანდაბაში გავუშვათ, სამშობლო – ევროპაში!”- წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა