ბოლო ამბები
20/01/2025

არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩთან შეხვედრას აპირებს

გაზიარება

არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან “იმედთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“-  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა