ბოლო ამბები
14/12/2024

ბიძინამ უნდა გამასამართლოს მე, არ ვხუმრობ, მართლა თქვა! ეს რომ მოდიოდა, მე მივდიოდი – ნათია მეზვრიშვილი

გაზიარება

“ბიძინამ უნდა გამასამართლოს მე, არ ვხუმრობ, მართლა თქვა!  ეს რომ მოდიოდა, მე მივდიოდი – ასე ეხმიანება გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, რომელშიც ის გიორგი გახარიასა და მისი თანაპარტიელების გასამართლებაზე საუბრობს.

გასაგებია რამ შეაწუხა ეს „ბუმბერაზი“ კაცი – გახარიათი დაიწყო და დაასრულა და უფულობამ შეაწუხა. ამდენს სიღატაკეზე ის არ მოთქვამს, ვისაც მართლა უჭირს. მაგრამ არაუშავს, ბოლოჯერ მოგიწიათ მოსმენა. პარტია “საქართველოსთვის”დაასრულებს 26-ში მაგას, თავის “ნაცებიანად” და იცის შესანიშნავად.

ისე საწყალი, მართლა დაიჯერა მგონი, რომ მერაბიშვილი მაგან გაასამართლა, მურუსიძე გირგვლიანის მოსამართლე არ იყო და მიშა “ვივამედში” არ უზის – მძიმე შემთხვევაა.’- წერს მეზვრიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა