ბოლო ამბები
02/12/2024

უკიდურესად გაჭირვებული ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს

გაზიარება

ხაშურში მცხოვრები ნათელა მესხი ეტლით მოსარგებლე მეუღლესთან ერთად უკიდურეს გაჭირვებასა და შიმშილობაში ცხოვრობს.
a

დახმარების თხოვნით მან Multimedia.ge-ს მომართა. ნათელ მესხის მეუღლეს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. ამორტიზებულია ეტლიც, რომლითაც ის გადაადგილდება.

“ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ. ძალიან გვიჭირს, ორი ინვალიდი ვართ, მე ერთ თვალში მაქვს 1% მხედველობა, მეორე თვალით ვერ ვხედავ, სიარული მიჭირს. მეუღლე მყავს დიაბეტიანი. ჩვენი საარსებო მხოლოდ პენსიაა, რომელიც გამოტანილი გვაქვს ოთხ წლიანი სესხი ჩემი მეუღლის გამო, რომელსაც ორ წელიწადში ცხრა ოპერაცია გავუკეთე, დაემართა განგრენა და ორივე ფეხი მუხლს ზევით აქვს მოჭრილი. ორივე ერთად 400 ლარამდე ვიღებთ. ეს თანხა წამლებში არ გვყოფნის, სახლია და ყველგან წყალი ჩამოდის, კედლებიდან ქვები ცვივა. ღვთის გულისთვის დაგვეხმარეთ გთხოვთ, სახლის სახურავი ვერ გაუძლებს ამ ზამთარს და წვიმებს და მეშინია თავზე არ დაგვენგრეს. არავინ ჩვენი მომხედავი არ არის. გეხვეწებით ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ”– გვწერს ნათელა მესხი.

 

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი

#GE07BG0000000541184248 (ნათელა მესხი)

თიბისი ბანკი
#GE75TB7108345068100040

ლიბერთი ბანკი
#GE32LB0711104294256240

პირადი ნომრით:  57001023220

მიმღები ნათელა მესხი.

ან დაუკავშირდით ნომერზე: 599 28 60 75

 

სხვა ამბების წაკითხვა