ბოლო ამბები
04/11/2024

„ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება

გაზიარება

„ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. 

მისი თქმით, მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისთვის და ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მთავარია მშვიდობის შენარჩუნება.

„პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამაზე. მე მაინც ეკონომიკურ ნაწილს შევეხები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გვაქვს მთავარ ამოცანად. ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა უნდა დავიჭიროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობის გარეშე ესეც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ურთიერთობები. აგერ ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ჩინეთი არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვისთვის.

ჩინეთის ასეთ პროექტებში ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება. ყველა ის პროექტი, ეს იქნება გზები, საუკუნის პროექტად წოდებული ავტობანი ძალიან მალე, მთლიანად დამთავრებული იქნება. ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას. ცხადია, არის პრობლემები, გამოწვევები. არ იფიქროთ, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრადაა. ცხადია, არის გამოწვევები, მაგრამ მშვიდობის გარეშე ამ გამოწვევებსაც ვერ უპასუხებ, ვერ გადალახავ იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არის. ამიტომ, ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და შემდეგ ყველაფერი განვითარდება და წინ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

სხვა ამბების წაკითხვა