თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე, რომლის მიხედვით “ქართული ოცნება” ლიდერობს.
“არ ვიცი რა უნდა ვთქვა და ამიტომ არ ვამბობ არაფერს. საბოლოო შედეგები რომ დაიდება, დამკვირვებლების და ოპოზიციის ახსნებსაც რომ მოვისმენ, მერე ვიტყვი სათქმელს.
1. ომის შიში.
2. ნაქირავები ხალხით შეჯიბრი.
3. უშინაარსო, ოლიგარქიული ოპოზიციია ეს არის მიზეზები რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა. სხვა არაფერი ვიცი – დარღვევებზე ინფორმაცია სანამ არ მექნება.”- წერს ჩერგოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს