ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ პოზიციას გაიზიარებენ დანარჩენი ოპოზიციური გაერთიანებები.
“ჩვენ, როგორც არასდროს, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. უკვე შევხვდით პროდასავლელ კოალიციურ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ასევე გავაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის მოპარვასაც ცდილობს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და არ ვიღებთ მოპარულ საარჩევნო შედეგებს”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამავე პოზიციაზეა ნიკა გვარამია და მისი კოალიცია “ცვლილებები საქართველოსთვის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს