უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ეხმიანება არჩევნების შედეგებს და ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯებს ბოლო 12 წლის განმავლობაში.
“იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თავად მართლა ევროპელები.
12 წელი, ყველა საპროტესტო აქციაზე ხელებაწეული რომ დგახართ, გცემენ, გირტყამენ და მაინც გაიძახი – ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო.
დღემდე რომ ვერ გაითავისეთ, რომ ასეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით ვერ დაამარცხებთ.
წეღან ითქვა, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციია საჭირო, ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ.
ახლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით ჩემი სამშობლოს მინიმუმ 5 მტერს ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი არ გაქვთ.
დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა. აუ თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი იმასაც ხომ ვხდები. ამ პოსტის წაიკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ “ქოცებზე” მეტად ვერ ამიტანთ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ, ჰოდა, მეც მაგას ვაკეთებ ახლა! ვნახოთ ხვალ, ზეგ…. დანარჩენს უკვე მერე გეტყვით.”- წერს ვანო ნადირაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს