თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის მედიას პასუხობს:
“კონკურენტუნარიანი არჩევნები არ იყოო ოპო მედია ღაღადებს, როცა კონკურენციის შეზღუდვა და მედია შანტაჟი მათი ნათლობის სახელია.
შორს რომ არ წავიდე, თავად დაბლოკეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელმაც საფრანგეთის პარლამენტში ქართველების ყველაზე პრიორიტეტული თემა ჩაიტანა არჩევნების წინ, საფრანგეთის ევროპის მინისტრის მიწვევით და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით.
დაბლოკეს იმიტომ, რომ ჩვენი კონკურენტები ურიცხავენ ხელფასს და ეს მათთვის პროფესიულ ვალდებულებებზე ხელის აღებად, ამომრჩევლისთვის ინფორმაციის დამალვად, და თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვად ღირს. და ქოცების ნაყიდი ამომრჩეველი უკვირთ.
49 წლის ვარ და თქვენზე უღირსი ხალხი მე არ მინახავს, ბოლო ვიყო. არაკონკურენტული არჩევნები იყოო, თავისუფალი კონკურენციის მეტრებმა. ქვეყანა და ხალხი მენანება, თორემ
ესენი სულ წაგებულები უნდა იყვნენ.”- წერს ჩერგოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს