“ალტ-ინფო”-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აფასებს:
“ეს არ იყო ჩვენთვის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს იყო ჩვენთვის ერთი დიდი ოჯახი. მერიდება იმ ხალხის, ვინც ასეთი იმედით იყო აღვსილი და ამდენი ჩადო საერთო ბრძოლაში, ჩვენ კი ის შედეგი ვერ დავდეთ, რისთვისაც ვიბრძოდით.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. ფილმებში მსმენია ფრაზა – “ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლაო”. ჰოდა ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლა მეგობრებო, და ამაყი ვარ, რომ 50 ათასი ვყოფილვართ ამ ქვეყანაში.”- წერს შოთა მარტინენკო.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს