ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ ის გაყალბებულია. ბარამიძე ქუჩაში გასვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
“უკვე ითქვა და ვფიქრობ, რომ დღეს 7 საათზე რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ. ეს პროტესტი და ბრძოლა უნდა იყოს, პარტიულობის მიუხედავად, საერთო სახალხო და საყოველთაო.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ხვედრი ეს ყოფილა, მაგრამ სხვა რა უფლება გვაქვს? გულწრფელად ვიტყვი, სხვა რა გზა გვაქვს მე არ ვიცი, უნდა ვიბრძოლოთ მტკიცეთ და მშვიდობიანად, რომ ჩვენს ქვეყანაში პუტინის მონათა რეჟიმმა ქვეყანა ბოლომდე ვერ მიიტაცოს და ჩვენი სახელმწიფოებრიობრიობა ბოლომდე ვერ გაანადგუროს.”- წერს ბარამიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს