ბოლო ამბები
02/12/2024

ახლა კეთილი ინებე და შეტევაზე გადასვლის ნაცვლად საქმე გააკეთე – მსახიობი ბაჩი ვალიშვილი ნიკა გვარამიას

გაზიარება

“აა უი ბოდიში ნიკა, ადამიანების სიცოცხლე რომ დევს სასწორზე, მაპატიე რომ შენი პრივილეგირებული პოზიციიდან ჩვენი ღელვა შემაწუხებელია. აშშ და ბრიტანეთი არ არის ანგარიშვალდებული პირადად ჩემთან, ისე, როგორც მთელი ოპოზიცია.

რა მომენტშიც გამოჩნდა ეს აპარატები, მე ვამბობდი იმას რომ ამ აპარატებით გაყალბების სქემა უეჭველი არსებობს და თქვენ იყავით ის ადამიანები ვისაც გქონდათ წვდომა მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერზე.”– ასე პასუხობს მსახიობი და ნიკა გვარამიას კოალიციის მხარდამჭერი  ბაჩი ვალიშვილი ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტს არჩევნებთან დაკავშირებით.

არასამთავრობოებთან  პრეტენზია არ გვაქვს იმდენი, რამდენიც ოპოზიციასთან. დავიღალე უკვე ოპოზიციონერობას ფარად რომ იყენებთ, თქვენც ისეთივე ანგარიშვალდებული პირები ხართ ხალხთან, როგორც ხელისუფლება. თქვენც დაქირავებული ხართ და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს მარცხზე.

კრიტიკისგან გაქცევა და იესმენების ორომტრიალში თავით გადაშვება დებს ამ შედეგს. საქმის კეთება და საკუთარი ნაკლების დაზღვევა, გეგმა ბ-ს ქონა (და არა არჩევნების მეორე დღეს მოფიქრება) არის მინიმალური სტანდარტი ოპოზიციონერისთვის.

დავიღალეთ ყველა. ყელში ამოგვივიდა აბსოლუტურად ყველას ეს ტონი. მე მოგეცით ხმა! ჩემთან ხართ ანგარიშვალდებული! ნუ გავიწყდება ეგ. “ქართული ოცნება” რომ მატყუარაა ეგ 12 წელია ვიცი და მისგან მარტო ტყუილს ველოდები. შენ იმიტომ გენდობი რომ შენ დამპირდი ჩემი ხმის დაცვას (არჩევნების დღემდეც ხდება ეგ) და შენ გენდე იმიტომ, რომ დაიფიცეთ ყველამ რომ გქონდათ ამის უნარები. არ აღმოგაჩნდათ ეს უნარები გამოგეპარათ ძალიან დიდი რამ.

ახლა კეთილი ინებე და შეტევაზე გადასვლის ნაცვლად საქმე გააკეთე. თუ ასეთი ტექსტის მოსმენა არ შეგიძლია ისე რომ ეგოზე არ შეგეხოს, მაშინ საერთოდ ნუ გაქვს ამბიცია რამის დამფუძნებელი რომ იყო, ან ისტორიაში შეხვიდე. კანი გაისქელე და საქმე გააკეთე!”– წერს ბაჩი ვალიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა