ბოლო ამბები
18/02/2025

მრჩეველი არავინ გყავთ? დედა? იაგოს რომ ჰკითხოთ? – თეა წულუკიანი ოპოზიციას

გაზიარება

თეა წულუკიანი ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს:

“(მაინც) დებო და (მაინც) ძმებო, პოლიტიკას როდის ისწავლით? თავი რომ დავანებოთ ერთი წუთით დავას დიქოტომიების სისწორეზე; ომსა და მშვიდობას, ქრისტიანობასა და ურწმუნოებას შორის არჩევანის გაკეთებისას რომ 54-11 სხვაობა მიიღეთ (აღიარებთ რეალობას, სად წახვალთ?!), როცა საერთაშორისო ადმინისტრაციას ჩაატარებინებთ არჩევნებს (ოცნებაც რომ თანახმა უნდა იყოს, ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ მხოლოდ ფიქრზე გაქვთ მარხვა გამოცხადებული დიდი ხანია და არა უშავს), მაშინ ხომ დამოუკიდებლობასა და საბოლოო კოლონიზაციას შორის ექნება არჩევანი ქართველს და ხომ სულ განადგურდებით?! მრჩეველი არავინ გყავთ? დედა? იაგოს რომ ჰკითხოთ?” – წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე

სხვა ამბების წაკითხვა