ბოლო ამბები
07/02/2025

“პატრიოტთა ალიანსი” სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებას “ალტ-ინფო”-ს ვერ გაუყოფს (ვიდეო)

გაზიარება

“პატრიოტთა ალიანსი” მიღებულ დაფინანსებას ალტ-ინფოს ვერ გაუყოფს. ამის შესახებ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა 29 ოქტომბერს, “ობიექტივი-ს ეთერში და განმარტა, რომ ვალები აქვთ, უჭირთ პარტიის და ტელევიზიის შენახვა, რადგან ის დაფინანსება, რასაც კანონით იღებენ სახელმწიფოსგან, როგორც კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი, არ არის საკმარისი ხარჯების გასასტუმრებლად.

“ალტ-ინფო”-მ კი მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა “პატრიოტთა ალიანსმა”. როგორც ცნობილია, ისინი სწორედ პატრიოტთა ალიანსის ხაზით იყვნენ წარმოდგენილები, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრომ მათ სტატუსი შეუჩერა.

როგორც ცნობილია, საარჩევნოდ მიღებული ხმების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსი” 750 ათას ლარზე მეტს მიიღებს.

სხვა ამბების წაკითხვა