ტელეკომპანია “Postv”-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე ეხმიანება ნაც.მოძრაობის მხარდამჭერ იმ ემიგრანტებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია და აპირებენ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ემიგრანტებს პრობლემები შეუქმნან.
“ახლა კარგად მისმინეთ! გაფრთხილებთ, ერთ ემიგრანტს მაინც რომ რაიმე სახის პრობლემა შეექმნას მისი პოლიტიკური ნიშნის გამო, გპირდებით სათითაოდ გიპოვნით, მოვახდენ იდენთიფიცირებას და ძალიან, ძააალიან მწარედ გაგებინებთ პასუხს! გპირდებით არ დაგინდობთ არცერთს!გინდა მუქარად ჩათვალეთ და გინდა გაფრთხილებად მაგრამ ამ ფაშიზმისთვის სათითაოდ გაგებინებთ პასუხს, არ დაგავიწყდეთ რომ თუ ქართველ ემიგრანტებს შეუქმნით პრობლემას და მათ ოჯახებს ავტომატურად, თქვენი ოჯახებსაც არ დავინდობ! აუცილებლად მწარედ გაგებინებთ პასუხს!
ასე თუ გინდათ თამაში, ასე იყოს და ვინ აჯობებს დაგანახებთ! არ გაბედოთ და რომელიმეს არ შეეხოთ, იფიქრეთ შედეგებზე რაც იქნება პასუხად!
ანუ ნაცი თუ არაა მოკვდეს, ნაცი თუ არაა გავაუბედუროთ, ნაცი თუ არაა გავამწაროთო არა? ხოდა ვნახოთ! ასე გკნდათ?! ასე იყოს! სიები და მისამართები, ქართული თუ უცხოური ჩემზე იყოს!
ნუ გექნებათ ილუზია რომ რომელიმეს ვერ გიპოვნით და ვერ მოგწვდებით, სადაც არ უნდა იყოთ! ესაა თქვენი სახე, ფაშისტი მავნებელი არარაობები ხართ! ფაშისტებთან ბრძოლაც ფაშისტური მექნება!”- წერს ნათია ბერიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს