ბოლო ამბები
02/12/2024

ოპოზიცია ისევ აღმა-დაღმა სიარულს იწყებს (ვიდეო)

გაზიარება

ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამბობს, რომ არ აპირებენ მოპარული არჩევნების ლიგიტიმაციას. ამ საკითხზე გიორგი ვასაძემ ისაუბრა 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც დაანონსების მიუხედავად, არც კონკრეტული გეგმით იყო წარმოდგენილი და მთავარი მოწოდება იყო ის, რომ ეს იქნება განგრძობადი ბრძოლა, რომელიც მათი გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

გეგმის პირველი ნაწილი კი 5 ნოემბერს, სპორტის სასახლესთან შეკრება და მსვლელობაა.

4 ნოემბერს გამართული აქცია კი არცთუ დიდხანს გაგრძელდა, ლიდერები ტრადიციულად სადღეგრძელოს ჟანრში ესაუბრებოდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს და ჰპირდებოდნენ, რომ გამარჯვებას აუცილებლად დაიბრუნებენ.

ტრიბუნაზე არ გამოჩენილა ნიკა გვარამია და არც კარვების შესახებ თქმულა რამე, თუმცა, პირველი, რაც აქციასთან ასოცირდებოდა სწორედ კარვების გაშლა იყო.

4 ნოემბრის აქციის დასრულების შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეეები ბარათაშვილის ხიდისკენ წაიყვანეს, ცოტა ხნით გააჩერეს, ევროკავშირის ჰიმნი ამღერეს და 5 ნოემბრამდე დაემშვიდობნენ იმ იმედით, რომ სამუშაო საათების მიუხედავად, ისინი სამშობლოს სამსახურში ჩადგებიან.

სხვა ამბების წაკითხვა