ბოლო ამბები
02/12/2024

მიხაილ როთი ამბობს, რომ საქართველოში, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე წნეხი მიმდინარეობს

გაზიარება

მიხაილ როთი ამბობს, რომ საქართველოში, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე წნეხი მიმდინარეობს და გრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა 11 ნოემბერს,  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

მიხაილ როთი რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფთან ერთად საქართველოში იმყოფება და ხვდება ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და  პრეზიდენტს.

“თუ გაგრძელდება ანტი-ევროპული ტრაექტორია და არ მოხდება  აგენტების რუსული კანონის გაუქმება და გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება.

საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა  ევროკავშირის წევბრობასთან, როდესაც ხდება წნეხი სექსუალურ უმცირესობაზე და მეორე მხრივ მთავრობა აცხადებს, რომ მიისწრაფის ევროკავშირისკენ, ეს არ არის მართალი. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი”– განაცხადა როთმა.

მიხაილ როთისა და მისი თანამოაზრეების მიღებაზე უარი განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საპასუხო წერილიც გაუგზავნა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

 

სხვა ამბების წაკითხვა