ბოლო ამბები
19/02/2025

მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს

გაზიარება

მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“ახალი არჩევნების მისაღწევად
საჭიროა:

1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,

4. “სახალხო პარლამენტის” სამოქმედო გეგმის შემუშავება;
5. “სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება.”- წერს ხაზარაძე.

სხვა ამბების წაკითხვა