გიორგი გახარიას თქმით, მათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო.
ამ საკითხზე მან 27 ნოემბერს, “ფორმულის” ეთერში განაცხადა.
მანვე თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისის მეორე ფაზა იქნება ძალიან მძიმე და ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
“პირადად მე და ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო, თქვენ მართლა გგონიათ რომ არ დაპატიჯეს და იმიტომ არ მოვიდნენ? – ამაში ჩვენი მხრიდან უზარმაზარი ენერგია იყო ჩადებული.
ჩვენი შემდეგი ამოცანა არის, რომ იმ პარლამენტის სხდომის შედეგად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არაკონსტიტუციური იყო და შემდგომ არჩეული მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები არ უნდა დაესწრონ პრეზიდენტის ინაუგურაციას”- განაცხადა გახარიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს