ბოლო ამბები
19/01/2025

ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად – კაია კალასი

გაზიარება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ განიხილავენ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად.

ამ საკითხზე ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“ – განაცხადა კაია კალასმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა