“კიმბერლი ლოუს ისტორია იმდენად გამაოგნებლად აბსურდულია, დიდხანს ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო.
ვინც არ იცით, კიმბერლი ლოუ არის ერთი ჩვეულებრივი (ცოტათი შერეკილი) ამერიკელი ქალი რომელიც სამთავრობო პროპაგანდისტებმა “ქუჩაში იპოვეს” და ყველას გვარწმუნებდნენ ეგ არის ტრამპის მომავალი წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში რომელიც ამერიკასთან ურთიერთობას დაგვილაგებსო.
კიმბერლი ლოუს არასოდეს არ ჰკავებია არანაირი თანამდებობა. არც კონგრესმენი ყოფილა ოდესმე, არც მინისტრის მოადგილის მდივანი, არც გუბერნატორი, არც ქალაქის მერი. სოფლის საკრებულოშიც კი არასოდეს აურჩევიათ. პროპაგანდისტები ამით არ დაკმაყოფილდნენ და თბილისში ჩამოიყვანეს კიმბერლი. შეიძლება კობახიძესთანაც მოუწყონ “ოფიციალური შეხვედრა” ქალს რომელსაც არასოდეს არანაირი პოლიტიკური თანამდებობა ჰქონია.
ჰოდა, მგონი მივხვდი რაც ხდება? სავარაუდოდ საქმე გვაქვს ბანალურ ქართულ კორუფციასთან.
არ არის გამორიცხული რომ ბიძინამ (ან რუხაძემ) ამ ანტი-მაიდანის ტიპებს მისცა დიდი ფული (სიტყვაზე 200,000$) და დაავალა, გვიშოვეთ ვინმე ამერიკელი პოლიტიკოსი რომელსაც ტრამპის მარჯვენა ხელად გავასაღებთ პროპაგანდის მიზნითო. ამათაც, იმის ნაცვლად რომ ეპოვათ ვთქვათ ვინმე ყოფილი ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორის მოადგილე რომელსაც სიტყვაზე ვალები აქვს და ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელია, გადაწყვიტეს ფული მოეტეხათ.
კიმბერლი ლოუს აქ ჩამოყვანას თავის თვითმფრინავის ბილეთიან ელარჯიანად დაახარჯეს ალბათ ჰა-ჰა 10,000$. დარჩენილი 190,000$ კიდევ ჩაიჯიბეს. მოკლედ ტენდერში ფული მოტეხეს, რა.
კორუფცია გადაარჩენს საქართველოს!!!”- წერს სოციალურ ქსელში ფიზიკის დოქტორი ლადო სამუშია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს