უკვე 21 დღეა ბათუმში გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს ეძებენ. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვრის ღამეს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ დრომდე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ის ნახეს, თუმცა, ოჯახი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის.
ალექსანდრეს პირადი ნივთები ბოლოს ზღვის სანაპიროზე ნახეს, მათ შორის არის მობილური ტელეფონიც.
ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ მათი შვილი დაბრუნდება და სოციალური ქსელით მიმართავენ:
თუ გაქვთ ინფორმაცია გაუჩინარებული ბიჭის შესახებ, დაუკავშირდით დედას 555 105 500
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს