აი ეს არის რეალობა – ყოფილი სადისტები, ახლა ხელჯოხის ნაცვლად სასტვენით ოპერირებენ, დედის მოგინალი პარლამენტარი ქალები და ახალგაზრდების ცრუ მენტორები

433
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკ რსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

1. ულტრადიკალები – ყოფილი სადისტები, ახლა ხელჯოხის ნაცვლად სასტვენით ოპერირებენ. დედის მოგინალი პარლამენტარი ქალები და ახალგაზრდების ცრუ მენტორები;
2. ულტრალიბერალები – ეკლესიის მგმობელნი, მტრისათვის შიშველი უკანალით მებრძოლნი;
3. პრორუსული ძალები – პოზიციის გასაძლიერებლად ეტმასნებიან რუსეთს, თორემ კარგად იციან, რომ ეს არაა სწორი ფორმატი;
4. სატელიტები და აქტივისტები – ნაცებთან ბლოკირების გარდა რომ არა აქვთ პერსპექტივა:
5. ფსევდო მედია – რეალურად ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული ქვედანაყოფი.
ესენი ყველა ერთად პირდებიან საზოგადოებას რომ პროპორციული არჩევნებით აიღებენ უმრავლესობას და პასუხისმგებლობას ქვეყნის სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რეალობაში ზუსტად იციან რომ არჩევნებით ფონს ვერ გავლენ, მათი წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამება კონსტიტუციას და სხვადასხვა მეთოდებით არეულობის წინაპირობებს ქმნიან, აი ესაა რეალობა.” – წერს გიორგი ვოლსკი.

თქვენი კომენტარი?