ბოლო ამბები
13/07/2025

ყველანი ციხეში! – მოქმედებაში ვუყურებთ ამ სლოგანს – დიანა ტრაპაიძე

გაზიარება

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ეხმიანება ოპოზიციური ლიდერების დაკავებას და იხსენებს მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზას “ყველანი ციხეში”.

“ყველანი ციხეში! – მოქმედებაში ვუყურებთ ამ სლოგანს.

“ან აღიარებენ, ან წავლენ ციხეშიო”,- თქვა დილით ირაკლი კობახიძემ და დააწიეს სასამართლოში ხაზარაძის 8 თვიანი პატიმრობა, ამ განცხადებას წინ უძღოდა ზურა ჯაფარიძის 7 თვიანი პატიმრობა, კიდევ რამდენიმე ლიდერი ელოდება გადაწყვეტილებას.”– წერს დიანა ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პატიმრობაში არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე.

დაკავებას ელოდებიან: გივი თარგამაძე და გიორგი ვაშაძე.

სხვა ამბების წაკითხვა