პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” დღეს დამფუძნებელ ყრილობას გამართავს

414
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” დღეს დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

22 დეკემბერს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11
პავილიონში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“
დამფუძნებელი ყრილობა. დელეგატების რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე
დაიწყება.

ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის წესდება. დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, აირჩევენ პარტიის
თავმჯდომარეს და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს – პარტიის
პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

ღონისძიებაზე წარადგენენ პარტიის ხედვას. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი.”- ნათქვამია “ლელო”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?