ბოლო ამბები
13/07/2025

აქციებზე დაკავებულ გიორგი მინდაძეს 5 წელი მიესაჯა

გაზიარება

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე და დაკავებულ გიორგი მინდაძეს 5 წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ბრალდება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია, რომელიც ამბობს, რომ მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია და ის ბრძოლას გააგრძელებს.

 

სხვა ამბების წაკითხვა