ელენე ხოშტარია პარტიისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ვერც შიდა და ვერც გარე დაფინანსებას ვეღარ იღებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“პარტია “დროას” გუნდი წლებია ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ — ბოლომდე, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. შექმნილი სიტუაციუდან გამომდინარე, პარტია ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც საერთაშორისო დაფინანსებას. დროას გუნდს არ აქვს საშუალება დაფაროს პარტიის საქმიანობისთვის აუცილებელი ხარჯები.
თუ გჯერათ ჩვენი ბრძოლის და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, გთხოვთ, ჩარიცხოთ სიმბოლური თანხა მითითებულ ანგარიშზე.
თქვენი შემოწირულობები არის ჩვენი მხარდაჭერის ერთადერთი საშუალება, რომელსაც რუსული რეჟიმი ჯერჯერობით ხელს ვერ შეუშლის.”- წერს ხოშტარია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს