პარტია “ლელო”-ში შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ ჯერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია არ იციან.
როგორც სალომე სამადაშვილმა თქვა, მათ არ ჰქონია კონსულტაცია პარტიის დაკავებულ ლიდერებთან, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ უარს იტყვიან ამ შეთავაზებაზე.
“აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადა, ჩვენ არ გვქონია კონსულტაცია მამუკასთან და ბადრისთან გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რა თქმა უნდა, დარწმუბული ვართ, ისინი არ აპირებენ არალეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ არანაირი მოთხოვნების და მითუმეტეს, შეწყალების თაობაზე მოთხოვნების გაჟღერებას”- ამბობს სალომე სამადაშვილი ტვ პირველთან.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს