თემურ ჭყონია კობახიძეს ეახლა – ფულმა გადაწონა ღირსება და პატრიოტიზმი’– ასე ეხმიანება ლევან ხაბეიშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სტუმრობას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ბიზნესმენებმა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გამართეს.
“არ უნდოდა მაგრამ დასვეს, დემონსტრაციულად დასვეს და ფოტოც გადაუღეს. ღარიბი, კეთილსინდისიერი კაცი თავისუფალია და ნაკლები დილემები აქვს. ფულიანებს, მდიდრების უმრავლესობას “აქ” ძალიან უჭირს… ფულზე ხდებიან დამოკიდებულები, კეთილდღეობაზე, ფუფუნებაზე და შესაბამისად, ღირსებას და ფულს შორის მეორეს ირჩევენ…
არ მგონია უხაროდეს იქ, რომ გამოჭიმეს მაგრამ… მაგრამ გამოჭიმეს.
ასე უქნა ძმებ გილაურებსაც, ბატონმა ბიძინიმ – დემონსტრაციულად აპოზიორა და შემდეგ, ნიკა გილაურს პოსტის დაწერაც აუკრძალეს. იოლად ახერხებს რუსი ოლიგარქი ლაგამი ამოსდოს მათ, ვისაც ბევრი, დიდი ფული აქვს…
ჩვენი ქვეყანა, სამშობლო წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების გადასარჩენია. არ გეწყინოთ ორ სკამზე მოთამაშე, მოხტუნავე ადამიანებისგან ასეთი “გასხმები”- წერს ლევან ხაბეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს