ბოლო ამბები
13/07/2025

გივი თარგამაძემ უკანმოუხედავად და რწმენით, არაერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში ამ ქვეყნისთვის – მაია ნადირაძე

გაზიარება

არ ვიცი როგორ დავიწყო და საიდან, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს რომ გამოვხატო რა თავზარს მცემს, გივი თარგამაძის დაჭერა, ამ გარეწარი რუსის მონებისგან,

სულ რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც თავდაუზოგავად, დიდი რისკის ფასად, უკანმოუხედავად და რწმენით არაერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში ამ ქვეყნისთვის. მომიტევეთ სხვა “პოლიტპატიმრებმა” და გივის მუხტზე რომ არასდროს იყავით და მისი გზა ვერ აირჩიეთ, იმიტომ ხართ მაგ ციხეში უსაფრთხოდ, გივისგან განსხვავებით.
მეტიც, თქვენ ბრძნულ გადაწყვეტილებებს რომ დაემორჩილა, იმიტომ ჩაიგდო თავი ამ საფრთხეში.

რას ვგულისხმობ და გივის მისვლა იმ კომისიაზე ასჯერ უფრო რეზონანსული იქნებოდა, ვიდრე ე.წ. არ ცნობა, ჩემი აზრით.
თუ არ ცნობ ხელისუფლებას, არ ცნობ არაფერს მისას და მასეთ დროს პარალელურ სტრუქტურებს ქმნი. წინააღმდეგობას წევ ყველგან და ყველაფერში, სადაც კი მოგიხერხდება. (არჩევნებში კი არ ეტენები)

ფუჰ, რაღაც გულისამრევად მხდალი და დებილი ხალხის “ მოღვაწეობის” ზეობაა ქვეყანაში და ამათი გულშემატკივრების გოდება.
გივი, ვწუხვარ თუ რამენაირად შენი ხედვა “კომისიის არცნობასთან” დაკავშირებით გადავაფასე, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ფსბ- ს შნირებისთვის პირში მიხლა ფაქტების უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე კაციჭამიების ციხეში შესვლა.

აბა, შენ იცი! მაგრად იყავი გივი, მალე, ძალიან მალე დადგება სხვა დროება.

P.S. კომისიაზე მისვლა-არ მისვლაზე აქ ჭკუის სწავლება არ დამიწყოთ, გეთაყვა… ეგ სხვა განზომილებაა , სრულიად მიუწვდომელი, სხვადასხვა პერიოდში გახარია-ელისაშვილ- ლელოს მიმდევრებისთვის. მითუმეტეს, “ქოცინაცი ერთია” ჩლუნგებისთვის”- წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა