როდესაც პეტრე კოლხი გყავს ეკლესიაში და მას არ გამოიყენებ, ეს არის ტრაგედია უგმიროდ – განაცხადა ყოფილმა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ “ფორმულისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
პეტრე კვარაცხელიამ საქართველო დატოვა და ამბობს, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადაადგმევინა, რადგან საქართველოში მას ყოფნის და არსებობის ყველა შესაძლებლობა წაართვა.
ის პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირს ადანაშაულებს ეკლესიიდან მის განკვეთაში.
“მე ვიჯექი ჩემი შვილების გვერდით, ჩემი ყველა შვილი იდგა რუსთაველზე, ამის გამო ბევრჯერ მომცეს შენიშვნა, ბევრჯერ მემუქრებოდნენ”- ამბობს კვარაცხელია. მისივე თქმით, სწორედ შიო მუჯირმა აიძულა, რომ ქვეყნიდან წასულიყო, ფიზიკურად ეშრომა და მისი ექვსი შვილი ერჩინა.
“ყველა სამსახური ჩამომართვა, ეკლესიას ჩამომაშორა და ამით გადაწყვიტა ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა. შიო მუჯირი არის აგრესორი, მოძალადე”- თქვა კვარაცხელიამ
“ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომ შიო მუჯირი ყოფილიყო პატრიარქის მოსაყდრე, მაგრამ ივანიშვილის ეს ჩანაფიქრი და იდეა მიიტანა ვანო ჩხარტიშვილმა. შიო მუჯირისთვის, ბიძინა ივანიშვილი არის კერპი”- ამბობს პეტრე კვარაცხელია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს