24/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის – ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ის გამთენიისას საგარეჯოს ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო.

„პაციენტი შემოყვანილ იქნა დღეს, დილით, დაახლოებით 7-ის ნახევარზე. გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან რატიანმა.