ნანუკა ჟორჟოლიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდმარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ წერს და ამბობს, რომ ის იყო ერთადერთი “ქართული ოცნებიდან”, ვინც დაავადებული ბავშვებისთვის სამკურნალო თანხას რიცხავდა.
“ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი.
ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება. ამ გზას , ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს. უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა. ათი ათასობით ლარზეა საუბარი.
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი.”- წერს ჟორჟოლიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს