ბოლო ამბები
08/11/2025

თორნიკე რიჟვაძე სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს

გაზიარება

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ოჯახის მოთხოვნით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

“წუხელ ღამით, 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. მანამდეც საუბრობდნენ. პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდეც საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ, გვიან ღამით, გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანომობილი ანუ თვითმფრინავი იქედან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე.
თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და ნუ, მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით, აბსოლუტურად კონტაქტური. 
ჩაიბარეს თურქებმა ანუ სხვანაირად არ წაიყვანდნენ იმიტომ, რომ უნდა ეფრინათ და აბსოლუტურად სტაბილირი პარამეტრებით, პირიქით, გაუმჯობესებულია, ბევრად გაუმჯობესებული, აი ასე წაიყვანეს”–  განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება. კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა