სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დაუმწიფებელ ატამს ქიმიურ საღებავს ასხამენ და შეფერილობასს აძლევენ. კადრში კარგად ჩანს იმ საღებავის დასახელებაც, რომელიც გამოყენებულია, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს არის ავტომანქანებისთვის, ავეჯისთვის, კერამიკისთვის და ხის მასალებისთვის.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც ატამს საღებავს ასხამდა. როგორც გიორგი უტიაშვილმა მედიასთან განაცხადა, ეს იყო ხუმრობა, რომელიც არ იყო კარგი და ატამი სარეალიზაციო არ იყო, ხოლო ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარა.
აკრილის ფისები გამოიყენება პლასტმასის და პოლიმერული კომპოზიტებისა და მათი ნაწარმისთვის – ინექციური ქვის, მარმარილოს აკრილის, აკრილის ხელოვნური ქვის, მოზაიკის კრამიტის, ხელოვნური მარმარილოსთვის,ასევე, გამოიყენება აკრილის აბაზანებისთვის, ძეგლებისთვის, შადრევნებისთვის, აუზების, მოწყობილობის თხევადი პოლიმერული იატაკის შესაღებად.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

