ბოლო ამბები
09/10/2025

დღეიდან, 3 დღის განმავლობაში თბილისში 38 გრადუსამდე სიცხე იქნება

გაზიარება

დღეიდან, 3 დღის განმავლობაში, თბილისში ტემპერატურა 38 გრადუსამდე გაიზრდება, შესაბამისად, სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციაა, რომ თუ აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, მოვერიდოთ შუადღის მზეზე გარეთ ყოფნას, ასევე, მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ასევე, უმჯობესია თუ სახლსაც დაჩრდილავთ.

მომდევნო დღეებში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, რომელიც 33-დან 36 გრადუსამდე იმერყევებს. გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, ივლისი საკმაოდ ცხელი იქნება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმედღიან გამონაკლისს,  როდესაც ნავარაუდევია წვიმა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჰაერის ტემპერატურა 33-36 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა