ბოლო ამბები
09/10/2025

სრულიად პრესა, ძალიან მცირედი გამონაკლისით, მთავრობის კრიტიკითაა დაკავებული, ეს ძალიან მზარდი და საშიში ტენდენციაა, რომელსაც მყისიერი პასუხი უნდა გაეცეს

გაზიარება

“შედით გუგლში და ნახავთ, რომ სრულიად პრესა, ძალიან მცირედი გამონაკლისით, მთავრობის კრიტიკითაა დაკავებული. სტატიები კოშმარული, არაადეკვატური სათაურებით და მძაღე შინაარსით.

პირდაპირი შეურაცხყოფა როგორც ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის, ასევე უმრავლესობის გუნდის წევრების. პოლიციის და სრულიად უშიშროების სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა.

ეს ძალიან მზარდი და საშიში ტენდენციაა, რომელსაც მყისიერი პასუხი უნდა გაეცეს! არსებობს უამრავი ბერკეტი, რომელიც მოითხოვს პრესისგან მეტ ობიექტურობას და ალაგმავს ამდენ პასკვილს.

ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა მაპროვოცირებელი სტატიის ავტორის რეალური ინტერესი გამოვააშკარაოთ. ეს რთული საქმეა, მაგრამ არც შეუძლებელი არ არის. სხვა შემთხვევაში, “ოცნებას” მოუწევს მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა”- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა