ბოლო ამბები
04/11/2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

გაზიარება

სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება, ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია. მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, – აცხადებენ შსს-ში.

თავდაპირველად, ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნებმა, თბილისიდან გაიტაცეს, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო გატაცების მცდელობა.

 

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა