სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, თბილისში, რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
„შპს სანდო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად დადგინდა, რომ დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებული რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
დაწერე კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს