ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი 31 დეკემბრის ღამეს საქართველოში იქნება

1378
წაკითხვა/ნახვა

ახალი წლის ღამეს – 31 დეკემბერს, სანტა კლაუსის საქართველოსთან შეხვედრის პირველი ადგილი  ზუგდიდი იქნება.

2019 წლის 31 დეკემბრიდან  2020 წლის 9 იანვრამდე აქტივობებს დაიწყებს ფინურ-ქართული საერთაშორისო პროექტი  “ფინური სოლიდარობა საქართველოს – ევროპა ჩვენი საერთო სახლია! ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის-განვითარებული ძლიერი რეგიონები!

საახალწლო-საშობაო სურვილები, მილოცვები მსოფლიოს „მშვიდობის კეთილი ნების ელჩთან“ ლაპლანდიელ სანტა-კლაუსთან ერთად.

ღონისძიება  ეძღვნება სრულიად საქართველოს, ქვეყნის რეგიონებს, კონფლიქტებითა და ომებით დაზარალებულ, საოკუპაციო გამყოფი ხაზებით ხელოვნურად დაშორებულ, ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, მათ მომავალს.

საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისადმი, განსაკუთრებით ბავშვებსადმი მხარდაჭერას. ევროპაში საქართველოს, მისი რეგიონების პოპულარიზაციას, საქართველოს, როგორც მაღალი ეკონომიკური პოტენციალისა და უნიკალური ტურისტული შესაძლებლობების ქვეყნის იმიჯის შექმნასა და პროპაგანდას მოემსახურება.

სანტა-კლაუსმა ლაპლანდიიდან მოგზაურობა უკვე დაიწყო, იგი 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს, თავისი ტრადიციული ირმებითა და მარხილით, გნომების თანხლებით საქართველოს ეწვევა.

მსოფლიოს “მშვიდობის კეთილი ნების ელჩი“, ბავშვების საყვარელი ზღაპრული გმირი სანტა-კლაუსი პირველად  ზუგდიდში გამოჩნდება. შემდეგ კი, მთელ საქართველოს მოივლის. სანტა კლაუსი მივა ყველგან, ყველასთან…

პროექტის ინიციატორები არიან:
საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასიციაცია; „თბილისი-ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსათვის!“ – საქართველო.

ფინეთ- საქართველოს ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი;- „საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად!“ – ფინეთი.

პროექტის მხარდამჭერები: ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინეთის ბიზნეს – სექტორი.

ქართული მხარე: საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია. პროექტი ხორციელდება მეღვინეობა“ ხარება”-ს ფინანსური მხარდაჭერით.

საინფორმაციო მხარდაჭერა:
ევროპული მედია, ასევე, ადგილობრივი ელექტრონული და ბეჭვდითი მედია.

პროექტს  მხარს უჭერენ: კომპანია „ ზედაზენი“, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“, “ბორჯომი აისი” ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნია.

სანტა კლაუსთან ერთად იქნებიან  ბავშვთა თეატრ “მაჩაბელა”-ს პატარა მსახიობები.

თქვენი კომენტარი?