ბოლო ამბები
09/10/2025

გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები მერობის კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – კახა კალაძე

გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. 

„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა. 

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება – ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები – გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა. 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა