გინდ წინასაარჩევნო მოსყიდვად ჩათვალეთ და გინდ, უბრალოდ დიდ საქმედ, მაგრამ ფაქტი ერთია – ხელისუფლებას შეუძლია ეს უპრეცედენტო პროექტი წამოიწყოს, შექმნას უსახლკაროთა ერთიანი ბაზა და დაიწყოს მასშტაბური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომელიც არა უფასოდ, არამედ გამარტივებული გადახდით, საბოლოო საკუთრებაში გადაეცემათ იმ ადამიანებს, ვისაც სახლი არ აქვს”– მიმართავს ხელისუფლებას მოქალაქე, იურისტი ნანა კოლხიდაშვილი.
“არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაკარგეს სახლები ამ ადამიანებმა, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი გვყავს ამ ქვეყანაში, რომელთა ერთადერთი სადარდებელი მათი ჭერი და მომავალია.
წამოიწყეთ ეს უპრეცედენტო პროექტი, მიეცით მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ იმ ფულით, რასაც ქირაში იხდიან, ბინა შეიძინონ, ყოველგვარი წინასწარი შემონატანის და გართულებული პირობების გარეშე. თქვენ ვერ წამოიდგენთ, ეს რამხელა სიკეთეს მოგიტანთ პირველ რიგში თქვენ, ხელისუფლებას და მეორე რიგში უიმედოდ და უსახლკაროდ დარჩენილებს.
ამაზე დიდი წინასაარჩევნო კამპანია რაღა გინდათ? ჩათვალეთ, რომ არამხოლოდ ეს, არამედ კიდევ რამდენიმე არჩევნების მოგება გარანტირებული გაქვთ. დაფიქრდით ამაზე, გაუჩინეთ იმედი ადამიანებს, დაიწყეთ დიდი გარღვევა, რომელიც დიდ ისტორიულ კვალს დატოვებს თქვენს მმართველობაში”- წერს ნანა კოლხიდაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

