ბოლო ამბები
14/01/2026

როგორ ბედავთ და როგორ გიტრიალდებათ ენა, ან ეგ ჭიაყელას ტვინები, რომ ამ მოცემულობის ქვეყნის მოქალაქეებს იმ არგუმენტებით ელაპარაკებით ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებზე

გაზიარება

“ეგზისტენციალური, ანუ ყოფნა არ ყოფნის საკითხი რა არის იცით? – რუსული ბაზა და ჯარი რომ გვიდგას თბილისიდან 40-ოდე კილომეტრში დაპყრობილ და დროებით დაკარგულ ტერიტორიაზე.”- წერს ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი და ოპოზიციას მიმართავს, ვინც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე საუბრობს.

“ეგ ვისაც დაავიწყდა და ახლა ის ადარდებს, ხვალ ევროპაში ტურისტად წასვლის კომფორტი შემეზღუდებაო, ის მაინც იკითხეთ, რატომ ეშინია კაია კალასის ბალტიისპირეთს რუსეთის, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქოლგაშია შემძვრალი, ან, რატომ გადაგვაყოლა ბალტიისპირელმა რასამ იმ სააკაშვილს, რომელმაც ეს რუსის ჯარი აქ, თბილისთან ჩაგვიყენა.

როგორ ბედავთ და როგორ გიტრიალდებათ ენა, ან ეგ ჭიაყელას ტვინები, რომ ამ მოცემულობის ქვეყნის მოქალაქეებს იმ არგუმენტებით ელაპარაკებით ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებზე, რომელსაც ახლა ვისმენ?!

თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ? ერთხელ მაინც თუ აგივლიათ მუხათგვერდში, სანამ იაფფასიანი რეისით ევროპის დასალაშქრად და იქიდან სელფების გადმოსაფენად გაცვივდებით?! ერთხელ მაინც თუ გაგიხედავთ ნატახტარს გაცდენილებს მარჯვნივ და დევნილთა სოფლები დაგინახავთ?!

სირცხვილი და უღირსობა თუ რამეა, სწორედ ეგაა, როცა საკუთარი ტკივილი დაგავიწყდება და სხვის კარნავალზე @@#@ ნიღაბით შეეკვეხები!”- წერს ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა