ბოლო ამბები
08/10/2025

ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიმართ სიმპატიები გვაქვს, ჩვენ, არცერთი მოცემულობით არ ვართ მათთან (“ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული – ირაკლი რუხაძე

გაზიარება

“მე არ ვარ ასოცირებული არავისთან, არხი კერძო საკუთრებაა, მე ტელეკომპანია “იმედი”-ს ერთ-ერთი მფლობელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიმართ სიმპატიები გვაქვს, ჩვენ, არცერთი მოცემულობით არ ვართ მათთან (“ქართულ ოცნებასთან”) ასოცირებული, ან მათ შეხედულებებთან დაქვემდებარებული”- განაცხადა ტელეკომპანია “იმედი”-ს მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ტელეარხ “ალ-ჯაზირა”-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში.

“ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, საქართველოში 2 პოლიტიკური ძალაა, ყოფილი სახელისუფლებო და ამჟამინდელი სახელისუფლო პარტია. ჩვენ არანაირად არ ვემხრობით ყოფილ ხელისუფლებას, რომელმაც არამარტო დაგვარბია, არამედ, მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი ციხეში ჩაყარა”- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა